ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების ახალი პარტია შევიდა
ღაზის სექტორში ეგვიპტიდან, რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის გავლით, ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მესამე პარტია შევიდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
უცნობია, რამდენი სატვირთო მანქანა შევიდა დღეს ღაზის ტერიტორიაზე.
შაბათს და კვირას ღაზაში საკვებით, წყლით, მედიკამენტებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დატვირთული 34 სატვირთო მანქანა შევიდა.