რა ხდებოდა ინაუგურაციის დროს ქუჩებში (ვიდეო)

ვაშინგტონში ინაუგურაციის დაწყებამდე საპროტესტო აქციები გაიმართა. შავებში ჩაცმულმა ადამიანებმა მარშით ჩაიარეს და დაიწყეს მაღაზიების ვიტრინების დალეწვა, ისინი აძრობდნენ ავტომობილებს საწმენდებს.

Reuters-ის ინფორმაციით პროტესტანტები ინაუგურაციის დროსაც აგრძელებდნენ შუშების ცამსხვრევას, ნაგვის ურნების და საგაზეთო ჯიხურების გადაყირავებას. ჩამსხვრეულია „ამერიკის ბანკის“ დიდი ვიტრინებიც.

პოლიციამ დაშალა McDonald’s -ზე თავდამსხმელთა ჯგუფი. ტვიტერზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ანს როგორ იყენებენ სამარტალდამცველები ცრემლსადენ გაზს.

NBC წერს, რომ ატეულობით ადამიანმა მოახდინა იმ ადგილების ბლოკირება, საიდანაც შესაძლებელი იყო ინაუგურაციისთვის თვალის დევნება. ისინი ასფალტზე დასხდნენ და წრე შეკრეს.

პროტესტანტებს თან ჰქონდათ სხვადასხვა ტრანსფარანტები და სკანდირებდნენ:-„ჩვენ არ გავჩუმდებით“.

 

 

 

კომენტარის დატოვება