რეგიონი

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ისევ შეიკრიბა

გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა სოფელ ატენის თემის სოფლებში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის ქალებთან შეხვედრა მოაწყეს.
გენდერული საბჭოს წევრებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს გენდერული თანასწორობის საბჭოს მუშაობის და მიზნების შესახებ, ისაუბრეს აქტიური ქალების და ახალგაზრდებისთვის შესაძლებლობების გაძლიერების გზებზე, თვითმმართველობის საქმიანობაში ქალთა მონაწილეობის საჭიროებაზე, მუნიციპალიტეტში არსებულ პროგრამებსა და სერვისებზე, შემდეგ კი მათგან მოისმინეს ადგილზე არსებულ პრობლემებზე და საჭიროებებზე ინფორმაცია, რომელსაც გენდერული საბჭო მერიის წინაშე დააყენებს მოსაგვარებლად.