რეგიონი

ვოკალური ანსამბლი „ხარაგაული“ ისევ ახარებს თავის მსმენელებს

ლირიული ქალაქური სიმღერებით წარდგა დღეს, 25 ივლისს, ხარაგაულის კინოთეატრში მაყურებლის წინაშე ვოკალური ანსამბლი „ხარაგაული“.
ანსამბლის წევრები – ვასილ კიკნაძე, ზაზა ლურსმანაშვილი, დავით კვირიკაშვილი, გიორგი მაქაძე, ირაკლი ცქიტიშვილი, გიორგი მეიფარიანი, ნიკოლოზ მაჭავარიანი – ხელმძღვანელ მადონა გაფრინდაშვილთან ერთად მაღალი საშემსრულებლო ოსტატობით ღირსეულად აგრძელებენ ხარაგაულის ტრადიციას.