რეგიონი

თელავის საკრებულომ 2024 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მხარი დაუჭირა 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას.
ნორმატიული აქტის მიხედვით, 130 ათასი ლარი გათვალისწინებულია ქალაქ თელავში ჭადრის ხის მიმდებარედ ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოებზე.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ)-პროექტ „ECO Georgia“-ს ფარგლებში მიღებული გრანტით, 43 ათასი ლარით დაფინანსდება მწვანე ნარგაობის აღდგენა და ეკოსაგანმანათლებლო ღონისძიებები.
ამავე პროექტის ფარგლებში მიღებული გრანტი 22 ათასი ლარი კი მოხმარდება ქალაქ თელავში ჭადრის ხის ვარჯის სხვლის, ფორმირების და ფიტოსანიტარული მომსახურების სამუშაოებს.
საკრებულომ ასევე მოიწონა რეგფონდისთვის დასაფინანსებლად წარსდგანი თელავის მუნიციპალიტეტის 2024 წლის საპროექტო წინადადებები, რომლის მიხედვითაც 30-ზე მეტი მასშტაბური ინფრასტრუქტურილი პროექტის განხორციელებაა გათვალისწინებული.
წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა ამასთანავე მხარი დაუჭირეს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანას, რომლის მიხედვითაც ჰიგიენური და სამედიცინო დანიშნულების დამხმარე საშუალებების დაფინანსების ქვეპროგრამით სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები შშმ ბავშვებიც.
დადგენილების მიღების მიზანია ჯანდაცვის ქვეპროგრამაზე თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები შშმ ბავშვთა ხელმისაწვდომობა.