როგორი იქნება ქვეყნის ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარების სტრატეგიები
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი თბილისის საჯარო მენეჯმენტის სკოლის პირველი ნაკადის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ სამინისტროს მიერ ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის განვითარების მიმართულებით გაწეული საქმიანობა და სამომავლო პროექტები გააცნო.
დისკუსიას მოდერაციას უწევდა Business Insider Georgia-ს და Economic Forum-ის დამფუძნებელი გიორგი აბაშიშვილი. შეხვედრას ასევე ესწრებოდა, „თბილისის დრაი პორტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ ინაიშვილი.
მინისტრის მოადგილემ მსმენელებს ქვეყნის ტურიზმისა და სამოქალაქო ავიაციის სექტორების განვითარების სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები გააცნო. მან ვრცელად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც სამინისტრომ მიიღო ახალ სამიზნე ბაზრებზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის მეტი პოპულარიზებისა და ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებიც ამოქმედების შემდეგ თავის წვლილს შეიტანენ როგორც ტურიზმისა და ავიაციის, ასევე ზოგადად ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.