მესტიის ცენტრში “სვანეთობა 2024” ჩატარდა
დღეს, ,,სვანეთობა 2024″- ის ფარგლებში, დაბა მესტიის ცენტრში მდებარე სკვერში თავი ოიყარა უამრავმა ადგილობრივმა თუ ჩამოსულმა სტუმარმა. მათ საშუალება მიეცათ დაეგემოვნებინათ სვანური ტრადიციული კერძები, რომელიც მუნიციპალიტეტის ყველა თემმა წარმოადგინა.
პავილიონებში წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევრები, ხელნაკეთი ნივთები. პარალელურად მოეწყო ანსამბლ ,,რიჰოს” კონცერტი. მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს ბეჩოს, ჭუბერისა და ეცერის კულტურის სახლის გუნდებმა.
სკვერში მოეწყო ბავშვთა გასართობი სივრცეები. საღამოთი მაყურებლის წინაშე წარსდგა მომღერალი და კომპოზიტორი ნატო გელაშვილი და ძმები ჭოხონელიძეები.
დღის ბოლოს დასახელდა მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქე.