პოლიტიკა

ვინ და რამდენი ადამიანი წარადგინა ირაკლი კობახიძემ უმაღლეს ჯილდოზე

26 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ვრცლად ისაუბრა ოლიმპიურ ჩემპიონებსა და პრიზიორებზე.

„ჩვენ უმაღლეს ჯილდოებზე წარვადგინეთ ოლიმპიური ჩემპიონები და პრიზიორები. ჩემპიონები წარვადგინეთ გამარჯვების ორდენზე – წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, რაც შეეხება პრიზიორებს, ისინი წარვადგინეთ ღირსების ორდენზე და დამატებით ასევე, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება, ოლიმპიური გუნდის კონკრეტული წევრები წარგვედგინა ასევე უმაღლეს ჯილდოებზე, ესენი გახლავთ – ნინო სალუქვაძე და ლაშა შავდათუაშვილი, რომლებიც წარვადგინეთ ჩვენ წმ. გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე, ესენი არიან ოლიმპიური გუნდის წევრები, რომლებსაც აქვთ გამორჩეული მიღწევები, ისინი ორივე გახლავთ სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელები, ასევე ისინი არიან მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონები. ასევე გურამ თუშიშვილი და ვაჟა მარგველაშვილი, ისინი არიან ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონები წარვადგინეთ ღირსების ორდენზე. ასევე, ღირსების ორდენზე არიან წარდგენილნი ოლიმპიური ჩემპიონების და პრიზიორების მწვრთნელები, გუნდის მწვრთნელები, ასევე პირადი მწვრთნელები“ – განაცხადა პრემიერმა.