სამართალი

ანტიკორუფციული ბიურო ლევან ცუცქირიძის საქმეს განიხილავს

ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის 2024 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილება  „თავისუფლების მოედანი – საქართველოს”, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის” და ამავე ორგანიზაციების დამფუძნებლის – ლევან ცუცქირიძის მიმართ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მესამე თავით დადგენილი შეზღუდვების გავრცელებას ეხება.

განცხდებაში ნათქვამია, რომ ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის საფუძველზე ირკვევა, რომ „თავისუფლების
მოედანი-საქართველოს„ დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ, სხვადასხვა სატელევიზიო ეთერის
საშუალებით გააკეთა არაერთი პოლიტიკური განცხადება, აღნიშნა, რომ მოძრაობა
„თავისუფლების მოედანი“ იწყებს პოლიტიკურ საქმიანობას და ერთ-ერთ მთავარ მიზნად
დაასახელა ხელისუფლების შეცვლა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით, თუმცა მას არ
დაუანონსებია, რომ იგეგმება პარტიის ჩამოყალიბება და ამ მიზნით ყრილობის ჩატარება.
მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაციის დამფუძნებლები და გუნდის წევრები საჯაროდ
გამოხატავენ საარჩევნო მიზნებს, ორგანიზაცია დღემდე არ არის რეგისტრირებული
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების რეესტრში, მეტიც, მათი მხრიდან შესაბამისი
მოთხოვნით განცხადებაც არ წარდგენილა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.
ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ერთობლიობა
მიუთითებს, რომ „თავისუფლების მოედანი-საქართველო“, მისი დამფუძნებელი
ორგანიზაცია – „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“, ამ
ორგანიზაციების თავმჯდომარე და დირექტორი ლევან ცუცქირიძე, კანონით დადგენილი
გამჭვირვალობის ვალდებულების გვერდის ავლით, საარჩევნო მიზნებისთვის ახორციელებენ
პოლიტიკურ საქმიანობას და ამისთვის შესაბამის ფინანსურ რესურსებს იყენებენ, რასაც
ადასტურებს მათ მიერ განხორციელებულ აქტივობათა მასშტაბები.
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-
ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, პარტიისთვის „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის III თავით დადგენილი
შეზღუდვები ვრცელდება პირზე, რომელსაც თავად აქვს განცხადებული საარჩევნო მიზნები და
რომელიც ამ მიზნების მისაღწევად შესაბამის ფინანსურ და სხვა მატერიალურ რესურსებს
იყენებს. ამავე კანონის 341-ე მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით,
ანტიკორუფციული ბიურო უფლებამოსილია, მონიტორინგის განხორციელების მიზნით,
პარტიისგან, განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირისგან, გამოითხოვოს ინფორმაცია
მისი ფინანსების შესახებ.