პოლიტიკა

„თურმე თვითონ დონორი არის ამით დაკავებული, თვითონ არის ოპერატორი, რეჟისორი, პროდიუსერი და გამავრცელებელი ვიდეოსი“

დონორი ორგანიზაცია „ამერიკული საბჭოს” დირექტორმა – ტიმოთი ბლაუ-ველთმა გაავრცელა თავისივე გადაღებული ვიდეო, რომელიც მიუნჰენის აეროპორტში მომხდარ ინციდენტს ასახავს.  დავით მათიკაშვილის განცხდებით, აღნიშნული ვიდეო აეროპორტში მასსა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას და სიტყვიერ შეურაცხყოფას გადმოსცემს. ტიმოთი  ბლაუ-ველთი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია და საბჭოთა და პოსტსაბჭოთა კვლევების მიმართულებით საქმიანობს.

დეპუტატისთვის შეურაცხყოფის მიყენებელი ოპოზიციის აქტივისტი  ნინო შველიძე გახლავთ – ამერიკული საბჭოს“ სამხრეთ კავკასიის რეგიონული დირექტორის მეუღლე.  ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

„მე იმას ვჩიოდი, რომ დონორები მათ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს არ ეუბნებიან, შეწყვიტონ ბულინგი და ღირსების შემლახავი კამპანია და თურმე სად ხარ, თურმე თვითონ დონორი არის ამით დაკავებული, თვითონ არის ოპერატორი, რეჟისორი, პროდიუსერი და გამავრცელებელი ვიდეოსი, რომელიც ჩვენ ვნახეთ და რომელსაც თავმომწონედ ავრცელებენ, როდესაც ოჯახის წევრების, არასრულწლოვანების თანდასწრებით პირდაპირ ესხმიან თავს ადამიანს. ეს არის სამარცხვინო! ეს არ არის ქართული კულტურის ნაწილი. ეს არის შემოტანილი, თავს მოხვეული ინსტრუმენტები პოლიტიკური ბრძოლისა, რომელიც უცხო არის ჩვენი საზოგადოებისთვის და ამიტომ მთლიანი პასუხისმგებლობა ეკისრება მათ, ვინც აი ასე წაყრუებით, თვალის დახუჭვით და მოძალადე და ზიზღის კამპანიის შემოქმედების ჩახუტებით მიიყვანეს ყველაფერი ამ მდგომარეობამდე“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.