გერმანიის შემდეგ ზელენსკი იტალიაში გაემგზავრა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიის ქალაქ ჩერნობიოში დაგეგმილ ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. ამ მიზნით იგი 6 სექტემბერს იტალიაში გაემგზავრა. იტალიამდე ზელენსკი გერმანიაში იმყოფებოდა, სადაც დაესწრო რამშტაინის ფორმატის სხდომას და გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.
იტალიის ეკონომიკურ ფორუმზე ზელენსკი პანელურ დისკუსიაზე გამოვა სახელწოდებით „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ”. ისევე როგორც გერმანიაში, ზელენსკი აქაც შეხვდება იტალიის პრემიერ-მინისტრს – ჯორჯია მელონის.