ქართველების წარმატება-საქართველოს КВН -ის ნაკრები უმაღლეს ლიგაში გავიდა

КВН -ის, სოჩის 27 საერთაშორისო ფესტივალზე 640 გუნდიდან 24 საუკეთესო გუნდში მოხვდა და საქართველოს КВН -ის ნაკრები უმაღლეს ლიგაში გავიდა.

ქალაქ სოჭში დასრულდა „კავეენის“ ტრადიციული ფესტივალი, სადაც „ალექსანდრე მასლიაკოვი და კომპანია“, როგორც წესი, ანაწილებს მონაწილე გუნდებს სხვადასხვა ლიგებში. ამ ფესტივალზე გამოსვლის შედეგად წყდება ხოლმე რომელი გუნდები მიიღებენ მონაწილეობას უმაღლეს ლიგაში, რომელი პრემიერ-ლიგაში, რომელი კიდევ უფრო დაბალ ლიგებში და ასე შემდეგ.

წელს სოჭის ფესტივალზე 640 გუნდი მონაწილეობდა და მათ შორის საქართველოდან ჩასული გუნდი 24 საუკეთესოში მოხვდა.

„საქართველოს ნაკრებმა“ ფესტივალის ჟიურიზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა და შედეგად, ქართველი „კავეენშიკების“ ეს თაობა უკვე მეორედ გამოვა საერთაშორისო „კავეენის“ უმაღლეს ლიგაში, რაც უდაოდ ძალიან დიდი მიღწევაა.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდმა შარშანდელ სეზონზე უმაღლეს ლიგაშიც კარგად იასპარეზა და რამდენიმე ტური გადალახა, ხოლო „კავეენის“ მუსიკალურ ფესტივალზე ერთ-ერთი მთავარი ჯილდო – „საპრეზიდენტო კივინი“ მოიპოვა.

იმედი გვაქვს, წელს მათ უფრო დიდი მიღწევები ექნებათ, თუმცა სათქმელია ისიც, რომ წარმატებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან დიდი მხარდაჭერა.

იგულისხმება როგორც ფინანსური, ასევე „პიარის“ კუთხით მხარდაჭერაც.

გუნდის წევრები მალდობას უხდიან თბილისის მერიას იმ დახმარებისათვის, რაც მათ ამ უწყებამ სოჭის ფესტივალზე გამოსვლისათვის გაუწია.

მოვუწოდებთ შესაბამის სახელმწიფო სამსახურებს, მომავალშიც გვერდით დაუდგნენ უკვე წარმატებულ ქართველ „კავეენშიკებს“ კიდევ უფრო დიდი წარმატებების მიღწევაში.

კომენტარის დატოვება