უცხოეთი

ლიბანში გრძელდება „ჰესბოლას“ ტელეფონების, პეიჯერების, გაჯეტების, ყოფითი ტექნიკის აფეთქება

ლიბანში აფეთქებების ახალი სერია დაიწყო. ამჯერად აფეთქება შეეხო მაგნიტოლებს, რაციებს, ნოუთბუქებს და სხვა გაჯეტებს. უსადენო მოწყობილობები ეკუთვნოდა შიიტურ ორგანიზაციას „ჰესბოლას“. მეორე ტალღის დროს პეიჯერების მაგივრად აფეთქდა  ICOM-ის რადიოსადგური, ნოუთბუქები და გაჯეტები. ICOM-ის რადიოსადგურს  „ჰესბოლა“ იყენებდა გაუშიფრავი კავშირისთვის.

ისრაელის გამოცემის The Jerusalim Post ცნობით, პირველი შეტყობინებები დეტონაციის მორიგი შემთხვევის შესახებ გაჩნდა მაშინ, როდესაც „ჰესბოლას“ ოთხ წევრთან გამომშვიდობების ცერემონიალი მიმდინარეობდა. მალევე გაჩნდა ინფორმაცია ყოფითი ტექნიკისა და უსაფრთხოების სისტემების აფეთქების შესახებ.

ტელემაუწყებლობა Al Hadath-ს ცნობით, ლიბანში უკვე ფეთქდება ტელეფონები და იონური აკუმულატორების მქონე ტექნიკა. ასევე დაფიქსირებულია დეტონაცია რაციების და მზის ელემენტებზე მომუშავე მოწყობილობების.

აფეთქების შედეგად დაშავებულია ასეულობით ადამიანი. ლიბანის ხელისუფლება აფრთხილებს თავის მოსახლეობას თავის შეიკავოს მსგავსი მოწყობილობების გამოყენებისკენ და თავი შორს დაიჭირონ მათგან.