უცხოეთი

რაზე შეეკამათნენ ერთმანეთს ზელენსკი და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ რადოსლავ სიკორსკის შორის მოლაპარაკებების დროს სრულიად მოულოდნელად კამათი წარმოიშვა. როგორც საინფორმაციო წყაროები იუწყებიან, ატმოსფერო შეხვედრის დაწყებისთანავე დაძაბული იყო. მოლაპარაკების მსვლელობისას ზელენსკიმ საყვედური გამოთქვა ოფიციალური ვარშავის მისამართით არასაკმარისი სამხედრო დახმარების მიწოდების თაობაზე.