ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტით იმუქრება
ევროკავშირი ემზადება საქართველოს შეუჩეროს უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თუ ქვეყანაში ავტორიტარული კურსი გაგრძელდება – ამის შესახებ წერს გამოცემა Politico.
„მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს კონკრეტული პირობების დაკმაყოფილება მოეთხოვებოდა. ეს იყო ვიზალიბერალიზაციის ფარგლებში, როგორც ევროკავშირი-საქართველოს დიალოგისა და შემდგომი სამოქმედო გეგმის ნაწილი, რომელიც მიმართულია ფუნდამენტური უფლებების დაცვისა და დისკრიმინაციის აღკვეთისკენ. ყოველი განზე გადადგმული ნაბიჯის შეფასება მოხდება, შენგენის არეალის უსაფრთხოების დაცვის მიზნით ანუ რისკის შემცველი მოვლენების შემთხვევაში , ისევე როგორც საქართველოში შემდგომი დემოკრატიული ვარდნის შემთხვევაში”, – აღნიშნავს ევროკომისიის სპიკერი თავის კომენტარში.