უცხოეთი

26 სექტემბერს ზელენსკი ბაიდენს „გამარჯვების გეგმას“ ჩაუტანს

26 სექტემბერს ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენს შეხბდევა და მას „გამარჯვების გეგმას“ წარუდგენს. ზელენსკი გამოვა ასევე გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე, სადაც შეხვდება თავდაცვის და ენერგეტიკული კომპანიების ამერიკელ წარმომადგენლებს.
უკრაინის პრეზიდენტი აპირებს ასევე შეხვდეს პრეზიდენტობის კანდიდატებს კამილა ჰარისს და დონალდ ტრამპს, ასევე აშშ-ს კონგრესის წევრებს.
როგორც ბრიტანული ჟურნალი  The Economist წერდა, აღნიშნული ვიზიტი აშშ-ში  იქნება უკანასკნელი შანსი ზელენსკისთვის მიიღოს ბაიდენისგან ნებართვა რუსეთზე თავდასხმის.