საზოგადოება

როგორც იქნა – 2 წლიანი პაუზის შემდგომ პარაპლანით ფრენების აქტივობა განახლდა

https://www.youtube.com/watch?v=o8ouwUhmWeY

2024 წლის 17 სექტემბერს, 2 წლიანი პაუზის შემდგომ განახლდა პარაპლანით, მათ შორის ეტლებით ფრენების აქტივობა. თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, კერძოდ, პატარა ლილოს მთაზე „საქართველოს ახალგაზრდული მედია კავშირის“ ორგანიზებით, მარნეულისა და გორის მუნიციპალიტეტების, ასევე, პროექტის გენერალური სპონსორის „აჭარაბეთის“ და სპონსორი „სოკარის“ მხარდაჭერით საკუთარი ოცნება 20-მა შშმ პირმა, ომის ვეტერანმა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურემ აისრულა. მონაწილეთა შორის იყვნენ საქართველოს სხვადასხვა რაიონში მცხოვრები ადამიანები. ემოციებით სავსე და დაუვიწყარი წუთები- ასე აფასებენ მონაწილეები აქტივობას, რომელიც
პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში 2012 წლიდან ხორციელდება და სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება.
უახლოეს მომავალში საკუთარ ოცნებებს სხვა შშმ პირები და ომის ვეტერანებიც აიხდენენ, ასევე, დაგეგმილია აქტივობაში ონკოსაზოგადოების წარმომადგენელთა ჩართულობა.
პროექტის განხორციელება ხელს უწყობს საქართველოს მიერ რატიფიცირებული გაეროს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენციის 30-ე მუხლის იმპლემენტაციასა და შშმ პირთა მიმართ დამკვიდრებული სტერეოტიპების მსხვრევას.