პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: „ჩვენი ამოცანაა, მიღწეულ იქნეს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა“

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტში სიტვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპის ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის არსებული ფორმატების გარდა, პრიორიტეტი იქნება ახალი პლატფორმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
საქართველო კვლავაც ურყევად განაგრძობს უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ დიპლომატიურ მხარდაჭერას.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აშშ-სთან საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა. ჩვენი ამოცანაა, მიღწეულ იქნეს აშშ-სთან ურთიერთობების გადატვირთვა, რაც მოიაზრებს მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით, თანასწორ, სამართლიანობის პრინციპზე დაფუძნებული ურთიერთობების აღდგენას, ყველა მიმართულებით თანამშრომლობის სრული მოცულობით განახლებასა და განვითარებას.
მნიშვნელოვანია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან სტრატეგიულ პარტნიორობის ფარგლებში სავაჭრო-ეკონომიკური და სხვადასხვა მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავება და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად.