აქციის მონაწილეები 29 ნოემბერს 17 საათიდან კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის წინ
საპროტესტო აქციის მონაწილეები 29 ნოემბერს 17 საათიდან კვლავ შეიკრიბნენ პარლამენტის შენობის წინ და მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ. მათი ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ. შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”.
გავრცელებული ინფორმაციით, დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება და სიტყვით გამოვა.
ცრა აპრილის ქუჩაზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
თბილისში, ვითარება რადიკალურად დაიძაბა 28 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მმართველი გუნდის გადაწყვეტილება გამოაცხადა. კერძოდ, საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს.