პარლამენტის წინ აქციის მონაწილეთა წყლის ჭავლით დაშლა დაიწყო
პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დაშლა სპეცრაზმელთა მხრიდან მრავალჯერადი გაფრთხილების შემდეგ დაიწყო. ამ ეტაპზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია.
აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის თავდაპირველად ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შელაპარაკებას, რის შემდეგად მოქალაქეებმა პოლიციის მისამართით დაიწყეს პლასტმასის ბოთლების სროლა, რაც პოლიციამ უკან დაუბრუნა სროლით. ამასთან, დემონსტრანტებმა სპეცრაზმის მიმართულებით ისროლეს კვერცხები.
წყლის ჭავლის მიუხედავად, აქციის მონაწილეები არ იშლებიან. ადგილზე მობილიზებულია როგორც კრიმინალური და საპატრულო პოლიცია ასევე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა.