საზოგადოება

საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის ეთერი დაუთმოს სალომე ზურაბიშვილს

საქართველოს პირველი არხი აცხადებს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი მზად არის, ეთერი დაუთმოს პრეზიდენტს და შესაბამისად, ელოდება სალომე ზურაბიშვილს ინტერვიუსთვის საქართველოს პირველ არხზე.

„ჩვენ მზად ვართ, რომ დღესვე მივიღოთ სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებრივ მაუწყებელში და დავუთმოთ მას ეთერი“ – ნათქვამია მაუწყებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.