პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილის თქმით, „ტვ-პირველი“, „მთავარი არხი“ და „ფორმულა“ არ ეკარებიან

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ქართული ოპოზიციური ტელეარხები ახლოს არ ეკარებიან.

„ახლაც კი მიტინგზე, ივანიშვილის მიერ გადაგდებული ოპოზიცის კუთვნილი ტელევიზიები – ხაზარაძის „ტვ-პირველი“, გვარამიას „მთავარი არხი“ და სააკაშვილის „ფორმულა“ კვლავ არ მომეკარა. მაშინ, როდესაც „ევრონიუსიდან“ დაწყებული ყველა უცხოურმა ტელეარხმა სცადა ინტერვიუს აღება. რა გაჭამათ ასეთი ოლიგარქმა? სასწაულია პირდაპირ. გააგრძელეთ, გააგრძელეთ ასე და შედეგებს ნახავთ. სამწუხაროდ ჩვენც ვნახავთ“ – აცხადებს შალვა ნათელაშვილი.