ირაკლი კობახიძე: „კონკრეტული ელჩები პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში“
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური კორპუსის ზოგიერთი წარმომადგენელი რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერ პოზიციაში დადგა:
„კონკრეტული ელჩები წინასაარჩევნო პერიოდში პირდაპირ იყვნენ ჩართული რადიკალური ოპოზიციის სასარგებლო კამპანიაში და არჩევნების შემდეგ სიჩუმეს ინარჩუნებდნენ სისტემური ძალადობის ფაქტებზე, მათი დუმილი ჩანს არჩევნების ლეგიტიმაციის აღიარების კუთხით, მზად ვართ, მიუხედავად მათი ქმედებებისა, ხელი გავუწოდოთ თითოეულ ამ ელჩს“ – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.