ალეკო ელისაშვილი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს
ალეკო ელისაშვილს, რომელსაც ალი ბაბაევთან დაპირისპირების გამო ბრალი დღეს წარედგინა, დროებითი მოთავსების იზოლატორიდან კლინიკა „ვივამედში“ დამატებითი კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს. მას ფერდის არეში დაზიანებები აღენიშნება.
ამასთან, პარტიაში აღნიშნავენ, რომ გარდა ფერდისა, მას ნახეთქი დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ალეკო ელისაშვილმა „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.