უცხოეთი

ზელენსკი ტრამპს ომის შეწყვეტის თაობაზე მზადყოფნას შეპირდა

ამერიკის შეერთებული შტატების ახლად არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომლის ინაუგურაციაც 2025 წლის 20 იანვარს შესდგება, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ტელეფონით ესაუბრა. ტრამპის განცხადებით, ზელენსკის მას ომის დასრულების შესახებ ესაუბრა და აღნიშნა, რომ მზადაა მოლაპარაკებისთვის საომარი მოქმედებების შეწყვეტასთან დაკავშირებით.
ამის შესახებ აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა „ნიუ იორკ პოსტთან“ სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.