პოლიტიკა

21 წლის ახალგაზრდა ინგოროყვას კლინიკის რეანიმაციაში რჩება

ინგოროყვას კლინიკის კლინიკური დირექტორის, კახაბერ ჭელიძის განცხადებით, 21 წლის პაციენტი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში შუბლის ძვლისა და თვალის დაზიანებით შეიყვანეს, კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და ყველაფერი კეთდება, რათა რაიმე გართულების პრევენცია მოხდეს.
კახაბერ ჭელიძის განცხადებით, დაწყებულია პაციენტის სამკურნალო მედიკამენტური ძილიდან გამოსვლის პროცესი.