უცხოეთი

რუსეთს სირიის პორტ ტარტუსიდან ყველა გემი გაჰყავს, აცხადებს უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს განცხადებით, რუსეთს სირიის პორტ ტარტუსიდან ყველა გემი გაჰყავს. ანალოგიური განცხადება გაავრცელა
მანამდე ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“, რომ სირიელი მეამბოხეები ხმელთაშუა ზღვის პირას მდებარე საპორტო ქალაქ ტარტუსში შევიდნენ. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველო აცხადებს, რომ რუსეთმა ტარტუსის პორტიდან გაიყვანა ფრეგატი „ადმირალ გრიგორევიჩი“ და სატვირთო ხომალდი „ინჟინერ ტრუბინი“. მათივე ცნობით, რუსებს სამხედრო თვითმფრინავებით გააქვთ ხმეიმის ავიაბაზეზე განლაგებული ტექნიკა და იარაღი.