სამართალი

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. ეს არის სისტემატური ცემის ფაქტი, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. ახალი ბრალდების მიხედვით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 16-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.