16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და განიხილავენ საქართველოს საკითხს
ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი აცხადებს, რომ საქართველოს საკითხის განხილვა 16 დეკემბერს შედგება.
„გასულ კვირას ვიყავი ბრიუსელში და ვესაუბრე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნების ელჩებს, მე ასევე შევხვდი ჩემს ახალ კოლეგებს, ევროკავშირის ინსტიტუტებში მოხდა ცვლილებები. 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და განიხილავენ საქართველოს საკითხს. საქართველოზე კიდევ ერთხელ იმსჯელებენ მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოთა მეთაურების დონეზე. საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ძალადობის, სისასტიკის ხარისხი აბსოლუტურად მიუღებელია. ხალხს შეიძლება, ჰქონდეს სხვადასხვა მოსაზრებები. ეს ნებისმიერი დემოკრატიის ნაწილია, თუმცა ძალადობა, სისასტიკე სრულიად მიუღებელია. ასე რომ, მოდი ვნახოთ, რა მოხდება მომდევნო კვირაში“, – აცხადებს ჰერჩინსკი.