ვეტერანების სამსახურთან ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განისაზღვრა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, ვეტერანებთან მჭიდრო თანამშრომლობა და მათი გამოცდილების გაზიარება ის ძირითადი თემებია, რომელიც გენერალულ შტაბში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. დღეს გენერალური შტაბისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელობას შორის მეორე საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა.

უკვე შექმნილია ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ვეტერანობის სტატუსს განსაზღვრავს. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს და სამომავლოდ კოორდინირებული მუშაობის საკითხები განსაზღვრეს.

„ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია იმით, რომ ძველსა და ახალ თაობას შორის ხიდი აღდგება. ვმუშაობთ იმ გეგმით, რომელიც თავდაცვის მინისტრმა და გენერალური შტაბის უფროსმა დაგვისახა“, – განაცხადა პოლკოვნიკმა ნიკოლოზ ჯანჯღავამ. 

თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, პოლკოვნიკები – შალვა ჯაბახიძე და ზაზა ჩხაიძე, ასევე ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი ვლადიმერ იმნაძე და სამსახურის სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

კომენტარის დატოვება