კანონში ცვლილებაა – ავანსი დაიბეგრება დღგ-თი

გავრცელებული ინფორმაცია, რომ  ავანსი დაიბეგრება დღგ-თი შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა დაადასტურა. მისი თქმით, კანონში ცვლილება უკვე განხორციელებულია.

-„აღნიშნული ცვლილება ევროკავშირთან აღებული ვალდებულებების პროცესში განხორციელდა. რაც შეეხება ბიზნესის ბრალდებებს, რომ მათ ინფორმაცია არ ჰქონდათ აღნიშნულთან დაკავშირებით და მხოლოდ წინასაახალწლოდ გაიგეს, ზუსტად დადგენილი არ არის, შეიძლება ზოგს მეტი ინფორმაცია ჰქონდა, ზოგს ნაკლები“-განაცხადა თაბუაშვილმა.

ავანსის დღგთი დაბეგვრის გამო ბიზნესის პრეტენზიები ცნობილი არ იყო ეკონომიკის მინისტრისთვისაც. როგორც გიორგი გახარია ამბობს, ის მზად არის მოისმინოს პრეტენზიები და გაითვალისწინოს ისინი.

იხ. ლინკი

http://www.geomediatv.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%92%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%90%e1%83%a0-%e1%83%95%e1%83%98%e1%83%aa%e1%83%9d/

 

 

კომენტარის დატოვება