135 დღე საპატიმროში, გოდერძი თევზაძის სასამართლო პროცესი 8 თებერვალს ჩაინიშნა

დავით ცხვარაძე

135  დღე პატიმრობაში, გოდერძი თევზაძე ქუთაისის ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 8 თებერვალს ელოდება.

სწორედ 8 თებერვალს გაირკვევა  ახალგაზრდას განძრახ მკვლელობაში ბრალდებულ  და უკვე დაკავბეულ პოლიციელს გაამართლებენ თუ საბოლოოდ დამნაშავედ სცნობენ.

დაკავბეული პოლიციელის ადვოკატების ინფორმაციით ისინი სამხილებს ამ დრომდე აგროვებენ და სასამართლოს წინაშე სწორედ 8- ში წარსდგებიან.

შეგახსნეებთ: უბედური შემთხვევა სამტრედის რაიონის სოფელ დაფნარში მოხდა, სადაც 22 წლის ბიჭმა დემურ სტურუამ სიკვდილამდე წერილი დატოვა იგი რაიონული პოლიციის თანამშრომელს გოდერძი თევზაძეს თვითმკვლელობმდე მიყვანაში ადანაშაულებს, ამჟამად დაკავბეულ თევზაძეზე რამდენიმე კვირის განმავლობაში ძებნა იყო გამოცხადებული, იგი მიმალვაში იმყოფებოდა, საკუთარი კოლეგები კი ძებნილ კოლეგას მთელი ქვეყნის მაშტაბით უშედგოდ ეძებდნენ, თევზაძე ამ დრომდე საპატიმროში იმყოფება.

ადვოკატის ინფორმაციით  მკვლელობაში ბრალდებული თევზაძე თავს კარგად გრძნობს.

კომენტარის დატოვება