თუ მთავარსარდალს არ შეუძლია დაიცვას ქვეყნის ჯარისკაცი, მაშინ ჯარიც არ დაიცავს პრეზიდენტს!

დავით ნებიერიძე

საზოგადოება “ივერია”

გია ცერცვაძის  სასამართლოს საართველოს საელჩოს არცერთი წარმომადგენელი ესწრებოდა. ეს ფაქტი ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილის ხელისუფლება სულ მინიმუმ ემიჯნება ამ პრობლემას და მოდით პირდაპირ ვთქვათ: სულ მინიმუმ ფეხებზე ჰკიდია გმირი ქართველი მებრძოლის ბედი.

ხელისუფლების მოქმედებები კი შიშისა და ვირეშმაკობის ძალიან შხამიანი ნაზავია. გააცნობიერა რა თავისი მოღალატეობრივი ქმედების შინაარსი, გია ცერცვაძესთან მიმართებაში მაშინვე გადაწყვიტა აერიდებინა თავი პასუხისმგებლობისგან და რუსეთისადმი კოლაბორაციონისტული დამოკიდებულებიდან გამომდინარე მიზანმიმართულად შეტენა უკრაინას ამ გმირი მებრძოლის დაპატიმრების საქმე. ახლა კი ჩირგვში ზის და ცალი თვალით აკვირდება მოვლენებს.

ყველაზე ძალიან პრეზიდენტის დულილია გამაღიზიანებელი. ის ხომ მთავარსარდალია და ეს საკითხი პირდაპირ უკავშირდება მის ღირსებას. მაგრამ მარგველაშვილია უაღრესად მდაბიო უნარჩვევების მატარებელი აღმოჩნდა და პირში წყალი ჩაიგუბა.

თუ მთავარსარდალს არ შეუძლია დაიცვას ქვეყნის ჯარისკაცი, მაშინ ჯარიც არ დაიცავს პრეზიდენტს.

კომენტარის დატოვება