ქართული ფილმი კარლოვი-ვარის 51-ე კინოფესტივალის სენსაცია გახდა

ქართველი კინორეჟისორის, რუსუდან გლურჯიძის ფილმი „სხვისი სახლი“ კარლოვი-ვარის 51-ე კინოფესტივალის სენსაცია გახდა. ფილმმა კრიტიკოსების უმაღლესი შეფასებაც დაიმსახურა და რეიტინგებშიც მაღალ ადგილს იკავებს. ამერიკულმა ყოველკვირეულმა გამოცემამ Variety ფილმს საუკეთესო შეფასება მისცა.

„სხვისი სახლი“ რეჟისორის პირველი მხატვრული ფილმია.

„სხვისი სახლი“ მსოფლიოს იმ ქვეყნებს ესვრის გამოწვევას, სადაც თითქოსდა ომი შეწყდა, მაგრამ არ დასრულებულა.

ფილმის შემქმნელებს თანამშრომლობა შესთავაზა ბრედ პიტის კინოკომპანიამ Plan B Entertainment, კომპანიამ Sony Classic ჩვენების უფლება მოითხოვა.

ფილმში მონაწილეობენ მსახიობები: ზურაბ მაღალაშვილი, ოლგა დიხოვიჩნაია, ბრანკო ჯურიჩი, ია სუხიტაშვილი, სალომე დემურია, ეკა ჯაფარიძე, საბინა ახმედოვა, ალექსანდრე ხუნდაძე, მალხაზ ჯორბენაძე. ფილმის კომპოზიტორი ალექსეი ვორობიოვია, რომელიც ამბობს, რომ ყველა მსახიობმა თავის თავზე გამოსცადა ომის საშინელება და ამიტომაც მიიტანეს ფილმი ბოლომდე მაყურებელთან.

ცნობისთვის, Plan B Entertainment — ამერიკული კინოკომპანიაა, რომელიც  2001 წელს დაასრდა და თანამშრომლობს ისეთ კომპანიებთან, როგორებიც არიან Paramount Pictures, Warner Bros და  20th Century Fox.

კომენტარის დატოვება