ესეც საქართველოა! – ჭოგნარში მოხუცს გაყინვა და შიმშილით სიკვდილი ემუქრება

დავით ცხვარაძე

სოფელ ჭოგნარში,76 წლის ქალს უპატრონობის გამო გაყინვა ემუქრება!

ამბავი თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარიდან იწყება, სოფელში მარტოხელა 76  წლის თამარა კვიმსაძე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს, მას არ ჰყავს არავინ გარდა კეთილი ახლო მეზობლებისა. საუბარია იმ ადამიანებზე, რომლებიც მოხუც ქალბატონს წლებია კვებავენ, უვლიან და პატრონობენ, თუმცა ახლა სოფელში ამბობენ, რომ გაუსაძლისი ამინდის და სუსხიანი ზამთრის გამო მათ ქალბატონის მოვლა- პატრონობა ფაქტიურად აღარ შეუძლიათ, პასუხისმგებლობას კი სახელმწიფოს აკისრებენ, სოფელში ასევე განმარტავენ, რომ ქალბატონს საკუთარი სახლი დაენგრა და რაიონის პირველმა პირმა ის მეზობლის სახლში დროებით შეასახლა.

თამარა კვიმსაძის მდგომარეობა ცნობილია თეჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბერეკაშვილისთვის, რასაც ჩვენთან საუბარშიც ადასტურებს და ამბობს, რომ შესაბამისი სამსახურები მას სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ, მისივე თქმით, ამ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს.

სანამ რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი და საკრებულოს წევრი ბერეკაშვილი საქმის მოკვლევას აწარმოებენ,  სუსხიან ზამთარში მოქალაქეს გაყინვა და შიმშილით სიკვდილი ემუქრება.

კომენტარის დატოვება