ხაჯიმბამ პოლიტიკურ ძალებს რეფერენდუმის მშვიდად ჩატარებისკენ მოუწოდა

თვითაღიარებული აფხაზეთის პრეზიდენტმა, რაულ ხაჯიმბამ საზოგადოებას ტელევიზიით მიმართა და განაცხადა, რომ არ აპირებს რეფერენდუმის თარიღის შეცვლას. ხაჯიმბამ პოლიტიკურ ძალებს მოუწოდა ღირსეულად ჩაატარონ რეფერენდუმი და არ გადააქციონ ის ქუჩის დესტაბილიზაციად.

მისივე თქმით სამართალდამცველები განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასულნი და გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები.

უფრო ადრე კი ხაჯიმბამ განაცხადა, რომ მზადაა დატოვოს თანამდებობა, თუ ამას მოსახლეობა მოითხოვს.

კომენტარის დატოვება