ოკუპირებულ აფხაზეთში რეფერენდუმი მიმდინარეობს

რუსული მედიის ინფორმაციით,  ოკუპირებულ აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები დილის 7 საათზე გაიხსნა.

მოსახლეობამ პასუხი უნდა გასცეს კითხვას: „მიიჩნევთ თუ არა საჭიროდ აფხაზეთის რესპუბლიკის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას?“. პასუხის ვარიანტებია: „დიახ, „არა“.
რეფერენდუმამდე ერთი დღით ადრე თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოქალაქეებს ტელევიზიით მიმართა და სიმშვიდისკენ მოუწოდა, პოლიტიკურ ძალებს კი უთხრა, რომ არ უნდა გადაიქცეს რეფერენდუმი ქუჩის დესტაბილიზაციად.

უფრო ადრე კი ხაჯიმბამ განაცხადა, რომ თუ მოსახლეობის სურვილი იქნება, ის პრეზიდენტის პოსტიდან გადადგება.

კომენტარის დატოვება