“სავარაუდოთ ლაკაევის მოტაცებაც უნდათ საკნიდან და ჩუმად გადაცემენ განმუხურის ტერიტორიიდან…”

ნატალია ხოხიაშვილი

არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი თაობა – დემოკრატიული საქართველოს“ 

-“შედგა ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა, სადაც მხარეებმა ისაუბრეს ცერცვაძეზე, გიუნაშვილზე, ლაკაევზე, კონფლიქტის ზონაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე. ცერცვაძე და გიუნაშვილი გასაგებია, მაგრამ საინტერესოა ლაკაევზე რა კონტექსტში იყო საუბარი? ვინც არ იცის გავახსენებ ვინ არის იუსუფ ლაკაევი. იუსუფ ლაკაევი ბათუმში 13 სექტემბერს დააკავეს. დაკავების დროს მოხდა ორმხრივი სროლა და მან სროლის დროს დაჭრა ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორ–გამომძიებელი ი.დ და მოქალაქე ე.ხ; ორმხრივი სროლის დროს ლაკაევიცდაიჭრა.

ლაკაევი რუსეთის მიერ ეჭვმიტანილია სოხუმში რუსი დიპლომატის დიმიტრი ვიშერნევის მკვლელობაში. ამ საქმეში გასაკვირი არ არის ის რომ რუსეთი ითხოვს ლაკაევს თან ლაკაევი მკვლელობამდე სოჭის ოლიმპიადისთვის საფრთხის შემცველი პირების სიაში იყო შეყვანილი უკვე, რაც გასაკვირი არაა, ისინი ჩრდილო კავკასიელებს ზოგადად ტერორისტებად მოიხსენიებენ. გასაკვირია ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ამ დროს, ორმხრივ შეხვედრაზე განიხილავენ ლაკაევის საკითხს რაც აფსურდია, ჯერ ერთი იმიტომ რომ პირის გადაცემა საქართველოდან რუსეთისთვის ვერ მოხდება, ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა ამ ქვეყანასთან, სავარაუდოთ ალბათ ლაკაევის მოტაცებაც უნდათ საკნიდან და ჩუმად გადაცემენ არ განმუხურის ტერიტორიიდან ან სხვა ადგილიდან, როგორც ჩვევიათ, მაგამედოვიც დაახლოებით ასე მოხვდა ,,ლუბიანკაზე”, მეორეც ვერ მოხდება პირის გადაცემა ისეთი ქვეყნისთვის, საერთაშორისო კონვენციის თანახმად, სადაც ის განწირულია წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის, და მესამეც ლაკაევს ჩადენილი აქვს დანაშაული საქართველოს და აფხაზეთის ტერიტორიაზე და რა ხდება აფხაზეთს უკვე ვაღიარებთ რუსეთის ტერიტორიად?

ეს არც უნდა გაგიბედოს რუსეთმა მოლაპარაკებაზე, დანაშაული ჩადენილია საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს სამართალდამცავი უწყებები ვალდებულნი იყვნენ იქ აღძრული საქმის მასალები გამოეთხოვათ და თავად გამოეძიათ ეს საქმე.

ეს იმიტომ ხომ არ გაგვიბედა რუსეთმა ,,გაზპრომის” ხელშეკრულებას ასე ადვილად რომ დავთანხმდით? კარგად გაიაზრონ რომ აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა.

კომენტარის დატოვება