რომელი პოლიტიკური ნიშნით დევნა, ათასობით ადამიანი გვყავს დაზარალებული!

პარტია „რეფორმატორების“ თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომ მათ დევნას პოლიტიკური სარჩული აქვს და საჯაროდ მიმართავს მას;

-„არასერიოზული და გამაღიზიანებელი იყო ვახტანგ რჩეულიშვილის განცხადება იმის შესახებ, რომ პროკურატურა მათ დევნის პოლიტიკური ნიშნით… რომელი პოლიტიკური ნიშნით დევნა, ათასობით ადამიანი გვყავს დაზარალებული. ემიგრანტები, რომლებმაც წლების მანძილზე წვალებით ნაგროვები ფული შეიტანეს ბინის შეძენის იმედით, მოქალაქეები, რომლებმაც საკუთარი საცხოვრებელი სახლები გაყიდეს ახალი ბინის შეძენის იმედით… საერთოდ გამაღიზიანებელი იყო მისი რიტორიკა, თითქოს ნაც. მოძრაობის დროს ბიზნესი მხარდაჭერილი იყო, როცა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა ტერორში იმყოფებოდა მაგ დროს მეწარმეების უმრავლესობა …

მე მისგან ბოდიშს და დახმარების თხოვნას უფრო მოველოდი, ვიდრე ამ ქედმაღლურ და თვალთმაქცურ განცხადებას. ვწუხვარ…”-აცხადებს ღლონტი.

 

0 Comments

Leave a Comment

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password