თბილისის მერმა თსუ-ს სამრეწველო ლაბორატორია გადასცა

თბილისის მერი დავით ნარმანია,თბილისის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ალიბეგაშვილთან ერთად,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 99 წლის საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო. უნივერსიტეტის იუბილეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, მთავრობის წევრები, პროფესორები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

დავით ნარმანიამ თსუ-ს სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტის იუბილე მიულოცა, უნივერსიტეტს კი საჩუქრად ინოვაციური სამრეწველო ლაბორატორია „ფაბლაბი“გადასცა. თანამედროვე ციფრული და კომპიუტერული ტექნიკით  აღჭურვილი ლაბორატორია თბილისისსახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში,თბილისის მერიის ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში, 2015 წელს გაიხსნა.

კომენტარის დატოვება