ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე კონტროლი მკაცრდება

შპს „თბილსერვისჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახური დედაქალაქის მასშტაბით 24 საათიან რეჟიმში განაგრძობს კონტროლს სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენების უკანონოდ განთავსებაზე. ღამის ინსპექტირების შედეგად, „თბილსერვისჯგუფის“ ზედამხედველობის სამსახურმა სამართალდამრღვევი პირი გამოავლინა, რომელიც მასზე დაკისრებული უფლებამოსილების მიხედვით „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმა.

შპს „თბილსერვისჯგუფი“ მოუწოდებს ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს, დაიცვან კანონი და სამშენებლო, ინერტული და სხვა სახის ნარჩენები განათავსონ მუნიციპალიტეტის მიერ სპეციალურად გამოყოფილ, ნებადართულ ტერიტორიებზე.

 

კომენტარის დატოვება