ღია წერილი ისრაელის ელჩს საქართველოში

საზოგადოების წარმომადგენლები ისრაელის ელჩს საქართველოში ბ–ნ შაბთაი ცურის ღია წერილით მიმართავენ.

წერილს უცვლელად გთავაზობთ:

ღია წერილი ისრაელის ელჩს საქართველოში ბ–ნ შაბთაი ცურის!
თქვენო აღმატებულებავ,
ბ–ნო ელჩო,
მოგეხსენებათ, რომ საქართველო ისრაელს შორის უვიზო მიმოსვლაა და ეს რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური აქტია. მაგრამ ბოლო დროს მასიური ხასიათი მიიღო, ისრაელში ჩასულ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ღირსების შემლახველი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებმა. საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ იმ მოტივით რომ ქართველები არიან, ისრაელის მესაზღვრეები აკავებენ როგორც დამნაშავეებს და რამდენიმე დღით გადაჰყავთ საემიგრაციო ციხეში. შემდგომ კი აძევებენ ქვეყნიდან. ცალკე აღნიშვნის ღირსია, საემიგრაციო ციხეში მათზე ძალადობისა და სასტიკად მოპყრობის შემთხვევები. ყოველივე ეს აზიანებს ჩვენს ორ ერს შორის არსებულ მეგობრობასა და ისტორიულ წარსულს. შეგახსენებთ, რომ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ებრაელ ერს არასდროს განუცდია დევნა, ანტისემიტიზმი.
არავის აქვს უფლება მრავალსაუკუნოვან ტრადიციულ ურთიერთობას ჩრდილი მიაყენოს, ნებსით თუ უნებლიეთ პროვოცირება მოახდინოს ერთა შორის ურთიერთობის საკითხში და დარტყმის ქვეშ დააყენოს მშვიდობიანი თანაარსებობა.
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, გთხოვთ პირად კონტროლზე აიყვანოთ ისრაელში ჩასული თოთოეული საქართველოს მოქალაქის დამცირებისა და ღირსების შემლახველი ფაქტები, რათა აღარ განმეორდეს მათი უფლებების შელახვა.

პატივისცემით,
ზვიად ტომარაძე (საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI)
დიმიტრი ლორთქიფანიძე (უფლებადამცველი)
როინ მიგრიაული (ასოცირებული პროფესორი, ადვოკატი)
ზაზა სიამაშვილი (ლექტორი, მთარგმნელ–ლინგვისტი)
მარიამ მენაბდიშვილი (იურისტი)
ზაზა დავითაია (ჟურნალისტი)
გიორგი ტიგინაშვილი (პუბლიცისტი)
ანზორ თოთაძე (პროფესორი)
გიორგი გიგაური (ჟურნალისტი)
მერაბ ურუშაძე (პროფესორი)
მერაბ შათირიშვილი (მწერალი)
ნიკოლოზ დარსაველიძე (ბიზნესმენი)
ირაკლი მეძმარიაშვილი (საზოგადოება თბილისელის თავმჯდომარე)
ნუკრი მჭედლიშვილი (ხრიდოლის ფედერაციის პრეზიდენტი)
კახაბერ ჭიჭინაძე (ბიზნესმენი)
გუჯა შვანგირაძე (დრამატურგი)
მანანა ხეჩიკაშვილი (იურისტი)

 

კომენტარის დატოვება