საკრებულოს 15 დეპუტატი მოსამართლე ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული მილიონი ლარის დადგენილების გაბათილებას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს 15 დეპუტატი მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის გადაცემული ერთი მილიონი ლარის დადგენილების გაბათილებას მოითხოვს და უმრავლესობის დეპუტატებს საკითხის განხილვაში ჩართულობისკენ მოუწოდებენ.

„თბილისის საკრებულო თავიდან ბოლომდე იყო შეყვანილი შეცდომაში, თბილისის საკრებულოს დეპუტატებს არ ჰქონდათ სრული ინფორმაცია. ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილებით, ჩვენ შევიმუშავეთ განკარგულება 23 დეკემბრის დადგენილების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და ჩვენ მოვუწოდებთ დანარჩენ დეპუტატებს, უმრავლესობის დეპუტატებს, ამ განკარგულების განხილვაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია თბილისის თავმჯდომარემ, მამუკა ახვლედიანმა.

კომენტარის დატოვება