ახალი ერთობა საქართველოსთვის რუსთავი 2-თან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს

მოძრაობა ახალი ერთობა საქართველოსთვის რუსთავი 2-თან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებს მიმართავს და საკოორდინაციო საბჭოს შექმნას ითხოვს. სპეციალური განცხადება მოძრაობამ დღეს გააკეთა. მათი თმით, ხელისუფლებამ თავისუფალ სიტყვას ომი გამოუცხადა და მიმდინარეობს “მედიის კასტრაცია.”

„ხელისუფლებამ აირჩია არასწორი გზა და გამოუცხადა ღია ომი სიტყვის თავისუფლებას. მიმდინარეობს სხვადასხვა სატელევიზიო მაუწყებლის დამორჩილების მეთოდური პროცესი. მის დასკვნით ფაზას ჩვენ ვხედავთ საზოგადოებრივი მაუწყებლის კასტრაციის სახით. რაც შეეხება დამოუკიდებელ კომპანია რუსთავი 2-ს, ის რჩება თავისუფალი სიტყვის უკანასკნელ ფორდპოსტად, რომლის წინააღმდეგაც ხელისუფლებამ ყველა შესაძლებელი მეთოდის გამოყენება დაიწყო,“ – განაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის ახალი ერთობა საქართველოსთვის დამფუძნებელმა, მამუკა გამყრელიძემ.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარე,  პაატა დავითაია ფიქრობს, რომ საზოგადოება მზად უნდა იყოს სიტყვის თავისუფლების დასაცავად.

პოლიტიკური პარტიების მსგავსად, რუსთავი 2-ის  მხარდასაჭერად, ხვალინდელ აქციას სტუდენტებიც უერთდებიან. მათი განცხადებით, სიტყვის თავისუფლების დაცვა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის მნიშნელოვანია.

წყარო: რუსთავი 2

კომენტარის დატოვება