ერთ დროს ყველასთვის უჩინარმა ქალმა ჩიკაგოს საავადმყოფო შეცვალა

ჩიკაგოს საავადმყოფოში უკვე 8 წელია სასადილოში, მზარეულის დამხმარედ მუშაობს ქალი, რომელიც მუდამ გულდასმით ასრულებს თავის მოვალეობას, არასდროს აცდებს სამსახურს, ხანდახან იღებს დამატებით სამუშაოსაც. 8 წლის განმავლობაში არავინ იცოდა თუ რას საქმიანობდა სინამდვილეში 54 წლის ჯესი ტენდაი, მაგრამ ერთხელ საავადმყოფოს ხელმძღვანელმა ის სრლუად სხვა ამპლუაში იხილა და საიდუმლოსაც ფარდა აეხადა.

როგორც გაირკვა ქალი ამდენი წლის განმავლობაში ფულს აგროვებდა საავადმყოფოს ბავშვებისთვის. ის ყოველწლიურად ბავშვსბს საჩუქრებს უკეთებდა, წელს კი 5000 დოლარი შეაგროვა და 1300 სათამაშო იყიდა. შემდეგ ეს სათამაშოები ჩიკაგოს საავადმყოფოსა და რიჯეში მდებარე ლუთერანულ ჰოსპიტალში წაიღო.

 ერთხელ  საავადმყოფოს უფროსმა თვალი მოკრა როგორ ეზიდებოდა დაცვა შეფუთულ ყუთებს

ჩუმად გაყვა უკან და დაინახა შეკრებილი ბავშვები და უამრავი სათამაშოო. დაინტერესდა, მივიდა და თვალებს არ დაუჯერა-მისი ერთი უბრალო თანამშრომელი აქციის მთავარი და ერთადერთი მონაწილე იყო. უფროსმა მედიას შეატყობინა და ჟურნალისტებმა ჯესისთან პირველი ინტერვიუ ჩაწერეს.

გაირკვა, რომ ქალი 2009 წლიდან უკეთებდა ბავშვებს ასეთ სიურპროზებს. პირველ წელს 100 სათამაშო იყიდა, ასე მივიდა დღემდე და წელს უკვე 1300 სათამაშო შეიძინა.

-„რატომ ვაკეთებ? უფალმა ჩადო ეს ჩემს გულში. ერთხელ, ტელევიზორის ყურებისას ვნახე ბავშვები, რომლებიც დახმარებას საჭიროებდნენ, მაშინ ჩემს თავს ვუთხარი, რომ ვერასდროს ვიქნებოდი მშვიდად, სანამ მეცოდინებოდა, რომ ვიღაც ბავშვს სადღაც რაღაც უჭირდა. დავიწყე ფულის შეგროვება, რომ მქონოდა საშუალება ამ ბავშვებისთვის თუნდაც პატარა სიხარული მეჩუქებინა. მე ბედნიერი ვა, როცა გახარებულ ბავშვებს ვხედავ“-განაცხადა ჯესიმ.

 ჯესი ზიმბაბვედან ჩიკაგოში 19 წლის წინ ჩამოვიდა. წყვილს შვილები არ ჰყავთ და ცდილობენ სხვა ბავშვებზე გადაიტანონ მთელი სიყვარული.

 ამ დღის შემდეგ საავადმყოფოს უფროსმა სურვილი გამოთქვა თავადაც ჩართულიყო ამ საქმეში და ქალი კაბინეტში სასაუბროდ დაიბარა. გადაწყდა, რომ დაარსდება ფობდი, რომლის ხელმძღვანელი ჯესი ტენდაი იქნება. ქალმა საავადმყოფოს ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა და ერთ დროს ყველასთვის უჩინარი სულ 5 წუთში ცნობილ პიროვნებად გადაიქცა.

 

 

 

კომენტარის დატოვება