ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე ხდება ხელოვნურად!-რასთან გვაქვს საქმე…

“დღეს ბაზარზე იყიდება ის პროდუქტები, რომელიც საქართველოში აქციზის გაზრდამდეა შემოტანილი”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ეკონომისტმა, ლევან კალანდაძემ განაცხადა.

ეკონომისტი თვლის, რომ ფასების ზრდასთან დაკავშირებით, დამატებითი მოკვლევის ჩატარებაა საჭირო, თემის სენსიტიურობიდან გამომდინარე, ლევან კალანდაძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში ფასები არაადეკვატურად იზრდება.

„ინფლაციური ტენდენციები, ამ მიდგომებით, შესაძლოა, მთელი წლის მანძილზე გაგრძელდეს, ეს კი იქნება მძიმე მოსახლეობისთვისაც და ბიზნესისთვისაც, საქართველოში ფასები არაადეკვატურად იზრდება ნავთობპროდუქტებზე. კონკურენციის სააგენტომ უნდა ჩაატაროს კვლევა, რასთან გვაქვს საქმე, რადგან დღეს ბაზარზე იყიდება ის პროდუქტები, რომელიც საქართველოში აქციზის გაზრდამდეა შემოტანილი. ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე ხდება ხელოვნურად“ – განაცხადა ლევან კალანდაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარის დატოვება