ოკუპირებულ აფხაზეთში გაეროს მხარდაჭერით მეოთხე პროგრამა ამუშავდება

apsnypress.info -ს ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრემიერმინისტრისა,  გაეროს მუდმივ კოორდინატორსა და გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში, ნილს სკოტის სოხუმში შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ მალე აფხაზეთში გაეროს მხარდაჭერით მეოთხე ორგანიზაცია “ქალები-გაერო” დაფუძნდება. ამ დრომდე იქ გაეროს მხარდაჭერით სამი ორგანიზაცია არსებობს, რომელთა საქმიანობის ძირითადი სფეროებია სოფლის მეურნეობა, განათლება და ჯანდაცვა.

რა მიმართულებით იმუშავებს ახალი ორგანიზაცია, ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა დე-ფაქტო პრემიერმა განაცხადა, რომ მათ კარგად ესმით ახალი პროექტის მნიშვნელობა. აქვე ბესლან ბარციცმა გაეროს წარმომადგენელს განუცხადა, რომ   მდინარე ენგურზე გამშვები პუნქტი “ნაბაკიას” დახურვა არ ყოფილა სპონტანურად მიღებული გადაწყვეტილება და მოსამზადებელ სამუსაოებზე ბიუჯეტიდან 150 მილიონი რუბლი გამოიყო.

ნილს სკოტმა აღნიშნა, რომ უსაფრთხოების საკიტხები აფხაზეთისთვის მნიშვნელოვანია.

-„ჩვენი განცხადებები მიმართულია იმისკენ, რომ ყურადღება გავამახვილოთ დასაშვებ ნეგატიურ მოვლენებზე აფხაზეთის მაცხოვრებელთათვის. საკვანძო პუნქტია ის, რომ ეს ადამიანები არ უნდა დარჩნენ ყურადღების მიღმა“-განაცხადა სკოტმა.

იხ. ლინკი

http://apsnypress.info/news/organizatsiya-oon-zhenshchiny-poyavitsya-v-abkhazii/