სომეხი პოლიტოლოგის სკანდალური განცხადება

-„აზერბაიჯანი უახლოეს თვეებში კიდევ ერთ თავდასხმას განახორციელებს და ეს დიდი ალბათობით აპრილში მოხდება. მას არ აინტერესებს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი, ვერავინ ვერ შეძლებს აზერბაიჯანის შეჩერებას კიდევ ერთი ომი აწარმოოს“-ასეთი სკანდალური განცხადება გააკეთა სომეხმა პოლიტოლოგმა რიჩარდ კირაკოსიანმა.

-„სიმართლე რომ ვთქვათ, არაფერი არ ხდება მთიანი ყარაბახის ირგვლივ და ეს ძალიან საშიშია. დიპლომატია ჩიხში შევიდა. ჩიხშია ამ პრობლემის გეოპოლიტიკური ინტერესიც. ასეთ სიტუაციაში რეალური დინამიური ფაქტორი მხოლოდ ახალი საომარი მოქმედებაა, რაც სავარაუდოა აზერბაიჯანის მხრიდან უახლოეს თვეებში და დიდი ალბათობით აპროლში, ამისთვის მათ ორი მიზეზი აქვთ. პირველი-უფრო მეტი წარმატება საბრძოლო მოქმედებებში აპრილში, რათა მიიტაცონ და დროებით მაინც შეინარჩუნონ ანექსირებული ტერიტორია და მეორე-კონფლიქტის გამწვავება აზერბაიჯანის ხელისუფლებას საშუალებას აძლევს საზოგადოების ყურადღება ეკონომიკური პრობლემებიდან საომარ პრობლემებზე გადაიტანოს“-განაცხადა ექსპერტმა.

მისივე თქმით, სამშვიდობო შემრიგებლური რეჟიმი აღარ არსებობს და აპრილის ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტაზე მხოლოდ ზეპირი შეთანხმება განხორციელდა.

პოლიტოლოგის თქმით საჭიროა დიპლომატიის ამოქმედება, თუმცა ამბობს იმასაც, რომ სომხეთი  ასეთ მზაობას აზერბაიჯანიდან ვერ ხედავს.

-„აზერბაიჯანელებში დიდი იმედგაცრუებაა და უმრავლესობა ტვლის, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებებს შედეგის გამოღება არ შეუძლიათ. ჩვენ უკეთ უნდა გავიგოთ მათი ნიჰილიზმი, რომელიც ახლა საკმაოდ სახიგათო პროცესში-საომარი მოქმედებების დაწყებაში გადადის. სომხეთი ნებისმიერ შემთხვევაში მხად უნდა იყოს. აპროლის თვე ყველაზე რეალური იქნება და ყველაზე სახიფათო პოლიტიკურ-დიპლომატიურ კალენდარში“-განაცხადა პოლიტოლოგმა.