დეკანოზი მამალაძე ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ხელჩანთაში ციანიდი ვერ აღმოუჩინეს

სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის თქმით, დეკანოზი მამალაძე ამბობს, რომ ჩხრეკის დროს ხელჩანთაში ციანიდი ვერ აღმოუჩინეს. მას ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს და თავად დამოუკიდებლადაც მიჰყვება საქმის დეტალებს.

„კითხვის ნიშნები არის უამრავი, ამიტომაც არის აუცილებელი ამ საქმის დამოუკიდებელი გამოძიება. მე იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ბევრ რამეს მოეფინება ნათელი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დაცვის მხარეს უნდა მიექცეს შესაძლებლობა, დაიცვას კონკრეტული ბრალდებული, რათა ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც მათ ეს უფლება წართმეული აქვთ. ბრალდების მხარეს აქვს სრული უფლება ისაუბროს საქმის დეტალებზე და დაცვის მხარეს რაღაცის თქმის უფლება არ გააჩნია. ეს სერიოზული დარღვევაა და ვფიქრობ, ეს დარღვევა ძალიან მალე გამოსწორდება. იმედი მაქვს, დანარჩენ კითხვის ნიშნებსაც მალე გაეცემა პასუხი. ძალიან ბევრი მიმართულებით არის კითხვის ნიშნები, როგორც პროცედურულ, ასევე იმ დეტალებზე, რომელიც საქმეშია და რა თქმა უნდა, სახალხო დამცველი თვალს მიადევნებს ამ საქმის გამოძიებას“ – განაცხადა  ნანუაშვილმა.