ჭკადუა ადასტურებს, რომ დეკანოზის საქმის ერთ-ერთი მოწმეა

გავრცელებული ინფორმაციით დეზანოზ გიორგი მამალაძის საქმეში ფიგურირებს კიდევ ერთი პირი და ეს ადვოკატი ირმა ჭკადუაა. ინფორმაციას დაკავებულის ადვოკატი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რადგან გაუხმაურებლობის დოკუმენტზე  აქვს ხელი მოწერილი.

ცოტა ხნის წინ ვითარება თავად ჭკადუამ განმართა და განაცხადა, რომ  ის დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის ერთ-ერთი მოწმეა  და რამდენიმე დღის წინ დაიკითხა კიდეც.

გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო, ის საქმის დეტალებზე ვერ საუბრობს.

“ეს არის ძალაინ სენსიტიური საქმე. ვადასტურებ, რომ მოწმის სტატუსით 2-3 დღის წინ დამკითხეს. თუმცა გაუხმაურებლობის დოკუმენტზე ხელმოწერის გამო საქმის დეტალებზე ვერ ვისაუბრებ” – განაცხადა ჭკადუამ.